ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. როგორც ადვოკატი დასძენს, მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას.
ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებთან დაკავებულის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
“ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო”- თქვა ადვოკატმა.
ამავე თემაზე:
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა