მომღერალი დავით კენჭიაშვილი იუბილარია.
დათო უამრავ მილოცვას იღებს.
„მინდა უბედნიერესს გხედავდე მუდამ! გილოცავ დაბადების დღეს!“, – წერს მომღერლის და, თათია კენჭიაშვილი.
მომღერალს დაბადების დღე მიულოცეს მოსწავლეებმაც.
მილოცვის თბილ კადრებს დავით კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
„ეს ადამიანები ჩემი მოსწავლეები არ არიან, ესენი არიან ჩემი მეგობრები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მენდობიან. დიდი მადლობა. ამაზე დიდი გამარჯვება არ მგონია, რამე იყოს“.
