„ყველანი ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ“ , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკურ სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ.
ვიღაცა შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე ეთერში თბილისის მერი ნაკრების ფეხბურთელების მიერ გავრცელებულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი
„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.