LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა – არა.. ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ“ – ხაჭაპურიძე

208
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

სააკაშვილის არცერთ კონტაქტს კლინიკაში კოვიდი არ დაუდასტურდა, ველოდებოდით ადვოკატებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი – ზურაბ ჩხაიძე

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ის PCR ტესტს კლინიკა „ვივა მედში“ არ ჩაიტარებს და მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია.

„მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა – არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივა მედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია და „არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს მიერ გონების კარგვა არ დაუფიქსირებია“.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.

ამავე თემაზე:

„დღეს 68 კილოგრამია.. ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა“ – სააკაშვილის დედა

„გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?“ – ალასანია ჩხაიძის განცხადებაზე

იმ პატარა გოგოზე ბოლოს თხოვნით მივმართე, მე შევიყვან, რადგან ძალიან განიცდის თურმე, არ სძინავს, ენატრება მამამისი, თუმცა უარი მითხრეს.. ინფიცირების ამბავი მარტო ჩემთვის არ აჩენს კითხვებს – გიული ალასანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g