LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mini ელექტროქარების წარმოებას გადახედავს, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალია

107
Mini ელექტროქარების წარმოებას გადახედავს, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალია

Mini-მ დიდ ბრიტანეთში ელექტროქარების გამოშვება გადაიფიქრა. BMW-ს მფლობელობაში არსებული ბრენდი თავის გეგმებს გადახედავს. Cooper-ის და Aceman-ის წარმოება ოქსფორდში უნდა დაწყებულიყო და Mini-მ პროექტში საკმაოდ დიდი ფული ჩადო. თუმცა, ბაზარმა თავისი კორექტივები შეიტანა: დაბალი მოთხოვნის გამო ელექტროქარების წარმოების სტარტმა გაურკვეველი დროით გადაიწია.

Mini-მ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის გაურკვევლობა, რომელსაც ეს სფერო გადააწყდა. ელექტროქარების გაყიდვები იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია ვარაუდობდა.

ამასთან, ბრიტანული საწარმოს გაფართოებაში 600 მილიონი ფუნტი დააბანდეს. „ელემენტიანი“ მოდელების წარმოება მომავალი წლიდან უნდა დაწყებულიყო, მომავალი ათწლეულის დასაწყისში კი Mini სრულად ელექტრონულ ბრენდად აპირებდა ქცევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები