დისნეის გმირს, მინი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს, უოლტ დისნეის მიერ შექმნილი პერსონაჟი 90 წლის ხდება. ღონისძიებაზე, მინის გვერდით კეტი პერი იმყოფებოდა, რომელმაც სახალისო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მიკი მაუსს ხეივანზე ვარსკვლავი 1978 წელს გაუხსნეს, როდესაც ცნობილ თაგუნას 50 წელი შეუსრულდა.