LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმუმ 5 წელი რუსეთი მოკვდება შიმშილით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თემურ ჭყონია

454
5fa6b77baa6bf

რა მოუვა რუსეთის ეკონომიკიას დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შედეგად – ამ კითხვას ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პასუხი “TV პირველის” ეთერში გასცა.

„მინიმუმ 5 წელი რუსეთი მოკვდება შიმშილით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის 250 საერთაშორისო კომპანია, რომელიც რუსეთიდან გავიდა, ეს იყო ხერხემალი რუსეთში წარმოებული პროდუქციის. ის კომუნისტური ქარხნები, რომლებიც არსებობდა ადრე, სწორედ ამ უცხოურმა კომპანიებმა შეიძინეს, მერე რეორგანიზაცია გაუკეთეს  – ეს ყველაფერი ახლა დანგრეულია და სწორედ ეს ყველაფერი მიიყვანს რუსეთს გაკოტრებამდე. უკრაინამ აჩვენა მსოფლიოს რუსეთის სისუსტე, უბრალოდ, ჩვენ ვართ მშიშრები – თორე, ისინი კი არ არიან მაგრები. ჩვენ გვეშინია არარსებული სიძლიერის“, – ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენმა უშუალოდ „მაკდონალდსის“ და „კოკა-კოლას“ საკითხზეც ისაუბრა და “TV პირველის” წამყვანის შეკითხვას „რამდენად არის შანსი, რომ რაღაც მანიპულაციებით, თემურ ჭყონიას „კოკა-კოლა“ აღმოჩნდეს რუსულ ბაზარზე“,  შემდეგი პასუხი გასცა:

„პირველ რიგში, ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მაიმუნობებს აყოლილი არ ვარ, მეორე – ჩემი პრინციპი აბსოლუტურად შეესაბამება იმ დამოკიდებულებას, რაც აქვთ უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებს ამ მოვლენების მიმართ. ის, რომ „მაკდონალდსი“, ან „კოკა-კოლა“ გავიდა რუსეთის ბაზრიდან, ეს არ არის მოსახლეობის დასჯა, ეს არის ტერორისტი პუტინის ეკონომიკის დასჯა. „მაკდონალდსის“ გარშემო რუსეთში ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 14 ქარხანა, რომელიც ემსახურებოდა „მაკდონალდსს“. რაც შეეხება “კოკა-კოლას” იყო 10 ქარხანა, რომელსაც ემსახურებოდა უშველებელი სხვა ქარხნები, რომლებიც ასევე დაიხურა და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას“ – დასძინა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g