ანჯელინა ჯოლიმ ორივე ხელის შუა თითებზე ტატუ გაიკეთა. მსახიობი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა მათ ხელის აწევით ესალმებოდა, შესაბამისად გამოჩნდა ჯოლის ახალი ტატუც. მან თითებზე ხანჯლები დაიხატა. ბევრი ფიქრობს, რომ ჯოლიმ ეს ბრედ პიტთან 7 წლიანი სასამართლო პროცესების დასრულების აღსანიშნავად გააკეთა.
სხვათა შორის, ახლახან ანჯელინა ჯოლის ტატუს სპეციალისტმა განცხადება გაავრცელა, ის ამბობს, რომ ანჯელინას ახალი ტატუ არანაირ კავშირში არ არის მის ყოფილ ქმართან.
„რას ეუბნება ამით პიტს?“, „მინიშნება ბრედისთვის“, „უბრალოდ ტატუა“, – წერენ კომენტარებში.
ჯოჯოხეთური 7 წლის შემდეგ ყველაფერი ასე დასრულდა… – „ბრანჯელინას“ ცხოვრებაში სიახლეებია