LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა

183
ekaxoferia2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა  ეკა ხოფერიამ პირველი შეხვედრა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან  რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართა.

ეკა ხოფერიამ და რუსლან აბაშიძემ აღნიშნეს, რომ შეეცდებიან, თითოეულ მოსწავლეს დაეხმარონ კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების – Teams Microsoft-ის, Skype-ისა თუ  zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეეძლოთ.

დასასრულ მინისტრმა ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ ის სათითაოდ მოინახულებს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლას და მათ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც პირადად გაეცნობა.

ეკა ხოფერიამ ამ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა:

„13 საჯარო სკოლის დირექტორებს შევხვდით. ეს სკოლები, სადაც მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები სწავლობენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია განთავსებული. მათგან ორს გაუმართლა -სწავლება არ არის  დისტანციურ რეჟიმში. ობიექტური გარემოებების გამო.

მოსწავლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს კომპიუტერი, ან არის მრავალშვილიანი ოჯახიდან და ფიზიკურად შეუძლებელია, ყველა ბავშვი დაესწროს გაკვეთილს. პრობლემაა ინტერნეტიც. ახლა სწორედ ამ საკითხის მოგვარება გვინდა რაც შეიძლება სწრაფად. ცალკე გამოწვევაა გალის სკოლები. თუმცა, გამოუვალი მდომარეობა  არ არსებობს და ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადავწყვიტოთ.

პირბადეებით, მაგრამ მაინც, ერთობლივი ფოტო გადავიღეთ)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g