კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოში 5.4 მილიონი პირბადე დამზადდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემიის პირველივე დღეებიდან, საქართველოში საყოფაცხოვრებო პირბადეების მასობრივი წარმოება უზრუნველვყავით. მაშინ, როდესაც მსოფლიოში, გლობალურად, პირბადეების ძალიან დეფიციტურ ნაწარმს წარმოადგენდა, ჩვენს მოსახლეობას, პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ უგრძვნია პირბადეების დეფიციტი. განხორციელდა 5.4 მილიონამდე პირბადის წარმოება და ეს პირბადეები ან გავრცელდა სააფთიაქო ქსელებში და შეღავათიან ფასად გაიყიდა, ან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე დარიგდა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.