LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება

48
174214994-3944218829001080-2933797458839370069-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს. „გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა 60-მდე ბიზნეს – მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.

„ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე,“ – განმარტა მინისტრმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ივლისში პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. 2021 წლის ივლისის ექსპორტი, 2019 წლის ივლისის ექსპორტს, 66.9 მლნ. აშშ. დოლარით, ანუ 20.6%-ით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g