LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე ამერიკაში. არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე!“ – თეა გოდოლაძე

240
თეა გოდოლაძე

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

ვიდეო: „ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი… გარედან გავაგრძელებ ბრძოლას“ – თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

„ჩემო გულშემატკივარნო ❤️ არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რომელსაც ჰქვია საბატიკლი, (ქართული სახელი არ ვიცი, მომიტევეთ).
მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, 30 წელია ამ პროფესიას ვემსახურები, გარკვეულო ხნით მიწევს სამეცნიერო მუშაობა სხვადასხვა უნივერისტეტებში. 10 წელიწადი ამერიკულ გუნდთან ერთად ვქმნიდით ახალი ტიპის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემებს. შეგროვდა უნიკალურო მასალა. მასალის დამუშავებისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის დაგეგმილი იყო ერთობლივი მუშაობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (მოსამართლე შორენა გუნცაძის ვაი განაჩენის შემდეგ), ჩემმა ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. სამეცნიერო მივლინების და საბატიკლის პირობებით, დროებით ვმუშაობ სხვა, ამერიკულ უნივერისტეტში 🙂 არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე! ვიდრე ეს მტერი ბოგინობს! მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია. არც საქმიანობა მიმიტოვებია! ვემსახურები საქართველოს! ასევე მტრის ჯინაზე! ინტერნეტი არსებობს და ჩემი და ჩემი გუნდის მიერ საათივით აწყობილი სისტემა!

დროებით ვიდრე არ ვარ, ჩემს ადმინისტრაციულ მოვალეობებს, ასევე დროებით! შეასრულებენ ჩემი ყოფილი სტუდენტები, ჩემი “გველის წიწილები”, აწ უკვე მაგარი მეცნიერები, რომელთა დაზრდითაც ძალიან ამაყი ვარ. უმაგრესი გუნდი! მიწისძვრის დროს ხაზზე ვარ! ❤️

ქართველებო! ❤️ მიყვარხართ ❤️ მომწერეთ ხოლმე შეკითხვები, როგორც ადრე მწერდით ❤️ ვეცდები დაგეხმაროთ როგორც შემიძლია! ძალიან ბევრი ადამიანია გადასარჩენი, მზია, ანდრო… ყველა მებრძოლი ❤️ ქვეყანაა გადასარჩენი..“, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g