LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის კოლუმბიას“ ემოციური მიმართვა ინტერნეტ-ჰიტი გახდა (ვიდეო)

60

„მის კოლუმბიას“, არიადნა გუტერესის ემოციური ვიდეო ინტერნეტ-ჰიტი გახდა. რგოლი „მის სამყაროს“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა და მოკლე დროში მას 7 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

„ უმიზეზოდ არაფერი ხდება. ბედნიერი ვარ ყველაფრისთვის… იმისთვის, რაც გავაკეთე“, – აცხადებს ლამაზმანი. ის ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ წელვანდელ „მის სამყაროზე“ კონკურსის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი მოხდა. წამყვანის შეცდომის წყალობით გამარჯვებულად „მის კოლუმბია“ გამოაცხადეს, მოგვიანებით მას მოხსნეს დიადემა და ის ფილიპინების წარმომადგენელს დაადგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები