LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის მაგივრად ვცდილობდი სუნთქვას, მაგრამ მხოლოდ მე ვსუნთქავდი და არა ის..” – დედა თინათინი შვილის, ბერი ანდრიას ისტორიას იხსენებს

217
deda-tina-chkhvimiani_w_h

17 წლის ბერმა, ანდრიამ, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს.

ისინი დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავენ.

როგორია ბერი ანდრიას ისტორია, რომელიც ადრეულ ასაკში განუკურნებელი სენის გამო გარდაიცვალა. ანდრიას დედამ, თინათინ ჩხვიმიანმა „ბაიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ყურადღების მიუხედავად დიაგნოზი მეოთხე სტადიაში დაუსვეს. მის ასაკში ეს დაავადება მთელ მსოფლიოში არავის აქვს. ეს არის ხანდაზზმული მამაკაცების კიბო, რომელიც მგრძნობელობის უჯრედებს ებრძვის.

მწარედ მახსენდება მისი სიტყვები – „დე როგორ მინდა ჩაგეხუტო“,   ამის საშუალება არ გვქონდა, იმიტომ რომ ეგრევე ტკივილი ეწყებოდა.

როდესაც მან მითხრა „დღეს მე გარდავიცვლები დედა“, დაეწყო ხუთვები. ექიმთან რეკვა დავიწყე, ამ დროს გამომხედა და მითხრა, დე დღეს მამუკა ექიმი ვერ მიშველის.

ვიგრძენი რომ ნელ-ნელა სრულდება ყველაფერი, გარდაუვალია. მის მაგივრად ვცდილობდი სუნთქვას, მაგრამ მე ვსუნთქავდი და არა ის. ამ დროს ღმერთს ვთხოვდი, შენ ხომ დაეხმარე ამ ქვეყნად მოსვლაში და შენ უნდა დაეხმარო რომ ამ ქვეყნად გავიდეს. მოვიკირიბე ძალა და ვუთხარი  „მოდი ვილოცოთ ერთად, შენ უფალთან იქნები“.

იმ მომენტში გამაძლიერა, რომ არცერთი წამითაც არ უთქვამს, რომ ეშინია, მიშველე.. ექიმი რომ მოვიდა მივხვდი, რომ არ უნდა მეწვალებინა, უნდა გამეშვა.

ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ შეეცვალა ვარდისფერ ტუჩებზე ფერი..“, – იხსენებს დედა თინათინი.

დღეს ბერი ანდრიას დედა შვილის ანდერძს ასრულებს და სპეციალურ სარეაბილიტაციო სახლში სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g