საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.
მისი განცხადებით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.
გია გაჩეჩილაძის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია “ფორმულის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე.
“გრეჩიხა რომ არ დაუშვებს სახელმწიფო გადატრიალებას, გავიგე, მაგრამ სახელმწიფოც რომ არ დაუშვებს, ეგ მანამდე გავიგე, თავისი სუსით და სპეცრაზმებით და ყველაფრით და ეს გრეჩიხა რაღაზე ღელავს? ცოტა რომ მოდუნდეს, ვერა? ანუ სახელმწიფოს გრეჩიხას გარეშე შეიძლება დაეშვას? ეგეთი მყიფეა ვითარება? ვაი ჩვენს დღეს, მართლა გიაგაჩეს იმედზე თუ ვართ,” – წერს მიშა მშვილდაძე.