მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი გოგონაა, რომელსაც დაწყებითი განათლების მიღების საშუალება არ აქვს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით შექმნა თავისი ახალი კამპანია – Girl Rising and Let Girls Learn მიშელ ობამამ და იმისათვის, რომ მის შესახებ მთელს მსოფლიოს გაეგო, აშშ-ის პირველმა ლედიმ ცნობილ მომღერლებთან ერთად სიმღერა ჩაწერა. ეს ვარსკვლავები არიან: მისი ელიოტი, კელი როულენდი, კელი კლარკსონი, ლია მიშელი და სხვები.
სიმღერას „This Is For My Girls“ ჰქვია. „ვარსკვლავური“ სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია iTunes-ზე და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად მისის ობამას საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად პირველმა ლედიმ ვოკალური მონაცემების დემონსტრირება არ მოინდომა და მხოლოდ პროექტის კოორდინატორის როლს დასჯერდა.