LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ პფაიფერი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალს „ვალენტინოს“ სამოსით სასტუმროს ნომრიდან ჩაერთო

179
39908464-0-image-a-9-1614611028889

მართალია „ოქროს გლობუსის“ 78-ე დაჯილდოება რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ეს იმდენად დიდი და გლობალური მოვლენაა, რომ მასზე დღემდე საუბრობენ. ცერემონია პანდემიის გამო ნახევრად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ზოგიერთი ნომინანტი სახლებში ელოდა გამარჯვებულების დასახელებას.

ფოტო: ნახეთ რა ეცვათ ვარსკვლავებს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ვირტუალურ ცერემონიალზე

62 წლის მიშლ პფაიფერი მათ რიცხვში იყო, ვინც ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. ის „ქალის საუკეთესო როლისთვის“ ფილმით French Exit იყო წარდგენილი. მართალია, გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა საზოგადოებას გამორჩეულად დაამახსოვრა თავი.

მიშელი ცერემონიალს პირდაპირ სასტუმროს ნომრიდან ჩაერთო, მას „ვალენტინოს“ სამოსი ეცვა. ვარსკვლავს ვერცხლისფერი მბზინავი ზედა და ყავისფერი შარვალი ამშვენებდა. ის შეუდარებლად გამოიყურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები