LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშლენის გზამკვლევში ქართული სამზარეულოს 5 რესტორანი მოხვდა

2849
Plat-Elarji3

„ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი აცხადებს და ამბობს, რომ ქართული სამზარეულოს 5 რესტორანი მიშელინის გზამკვლევში მოხვდა მოხვდა.

„მოკლედ, ასეთი ამბავია! მოგეხსენებათ, Michelin Guide შევიდა მოსკოვში – ზოგადად, ეს საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში პირველი ქალაქია, სადაც „მიშლენის“ გზამკვლევი გამოიცა. „მიშლენის ვარსკვლავი“ აიღო სულ 9 რესტორანმა, აქედან 2-მა ორი ვარსკვლავი და 7-მა ერთი ვარსკვლავი.

რაც გასახარია, მიშლენის გზამკვლევში მოხვდა ქართული სამზარეულოს 5 რესტორანი, ესენია:

ელარჯი – https://guide.michelin.com/…/moscow/restaurant/elarji

ვანი – https://guide.michelin.com/…/mos…/moscow/restaurant/vani

ყაზბეგი – https://guide.michelin.com/…/moscow/restaurant/kazbek

დარბაზი – https://guide.michelin.com/…/moscow/restaurant/darbazi

ნატახტარი – https://guide.michelin.com/…/natahtari-bolshoy-cherkassky

სულ 69 რესტორანი შევიდა „მიშლენის გზამკვლევში“. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ეს იმას, რომ ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი.

ცნობისთვის, მიშლენის ვარსკვლავის მოპოვება, რესტორნის ელიტარულობის, სტატუსისა და შემოსავლების უეცარ ზრდას ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g