აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, მიმღებმა ოჯახმა 10 წლის აფროამერიკელი გოგონას შვილად აყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მიმღებმა მშობლებმა, პეიგმა და დანიელმა აივი ზეზულკას სიურპრიზი გაუკეთეს და შვილად აყვანის შესახებ შეატყობინეს. მშობლებმა აივისთან ერთად, მისი ორი ბიოლოგიური დედმამისშვილის – 3 წლის კაისა და 2 წლის ლიტას აყვანაც გადაწყვიტეს. ბავშვები დაბადებიდან მიმღებ ოჯახებში იზრდებოდნენ.
„აივიმ არ იცოდა, რა ელოდა მომავალში. ჩვენ გვიყვარს მისი ბიოლოგიური ოჯახი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ სწორედ ის მშობლები აღმოვჩნდით, რომელიც აივის და მის დედმამისშვილებს სჭირდებათ,“ – ამბობს აივის დედა.
აივის მიმღებმა მშობლებმა გოგონას წერილი ყუთში ჩაუდეს. წერილში კი, მათი გადაწყვეტილების შესახებ ეწერა. როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება 10 წლის აივისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
„მე მიშვილებენ!“ – ამბობს გოგონა მას შემდეგ, რაც მიმღები ოჯახის სიურპრიზის შესახებ იგებს.