სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი კვლავ პირად დაცვასთან ერთად გადაიღეს. 30 წლის, პიკანტური „ლუქების“ მოყვარული ბიანკა პაპარაცებს ემალებოდა და სახეს ხელით მალავდა. ეს ქცევა მისთვის ნამდვილად უჩვეულო გახლდათ.
ამ დღეს სენსორის შავი ზედა და ამავე ფერის ბოდე ეცვა. მის იმიჯს გაშლილი თმა და დიდი ზომის სათვალე ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ სენსორი სახეზე საკმაოდ შეცვლილია. მედიაში წერენ, რომ კანიე უესტის მეუღლემ გარკვეული პროცედურები, კონტურული პლასტიკა გაიკეთა.
„მისი ცნობა შეუძლებელია“, „ეს ნამდვილად ბიანკაა?“, „რადიკალურადა შეცვლილი“, – არ წყდება კომენტარები.
ბიანკა სენსორის მოკრძალებული ფოტოსესია – კანიე უესტის მეუღლე ახალ ფოტოებს ავრცელებს



