„ლავროვი სასტუმროში ბალიზე. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკური თამაშია“, – ამ აღწერით სოციალურ ქსელ Twitter-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩანს.
შორტებში ჩაცმული ლავროვის ვიდეო Telegram არხზე თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Associated Press-ის გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემის ცნობით, ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე დასასწრებად ჩასული რუსი მინისტრი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Maria Zakharova, the Russian foreign ministry spokeswoman, said this was a “fake” and that she read the news alongside Lavrov https://t.co/8IFFNaXaHJ
— Pjotr Sauer (@PjotrSauer) November 14, 2022