LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი წვლილია ვენაში ჯერ გამგზავრება და მერე სწავლა რომ შევძელი მაშინ, როდესაც ჩემს ოჯახს საარსებო საშუალება არ ჰქონდა“ – როგორ დაეხმარა ზურაბ ჟვანია ნიკოლოზ რაჭველს

334
ფორტუნა (67)

„დღეს ჩვენი ეპოქის დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსთა შორის ქართული ხელოვნების უდიდესი გულშემატკივარი ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა… და რომ გამხდარიყო ასე მგონია ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“. – ასე ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი ზურაბ ჟვანიას იუბილეს.

ნიკოლოზ რაჭველი იხსენებს, როგორ დაეხმარა ზურაბ ჟვანია კარიერის დასაწყისში.

„მისი წვლილია ვენაში ჯერ გამგზავრება და მერე სწავლა რომ შევძელი, მაშინ როდესაც ჩემს ოჯახს საარსებო საშუალება არ ჰქონდა, მისი წვლილია საქართველოში რომ დავბრუნდი და ორკესტრს ჩავუდექი სათავეში, მისი წვლილია უსახლკაროდ მყოფ ქუჩაში დარჩენილ ისტორიულ ორკესტრს, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელს ატარებს აღმაშენებელზე ყოფილი რკინიგზელთა სახლი რომ გადაეცა, მისი წვლილია ჩვენს ამჟამინდელ რეზიდენციაში (ყოფილ მუსკომედიის თეატრში) სამუშაო პირობები და დარბაზის გარემონტების პერსპექტივა რომ გვაქვს, მისი წვლილია წინანდლის პრემია, ახალ თაობებს რომ აძლევს მოტივაციას მაგარი საქმის კეთებისთვის…

„განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში“ – ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა

და ახლა ვიაზრებ, რომ ასაკით ჩემზე უმცროსი იყო როცა დაასრულა თუ დაასრულებინეს ამ ქვეყნად ყოფნა და სამშობლოსთვის მოღვაწეობა…
და რამდენი ადამიანის მიმართ ასწრებდა ყურადღების მიპყრობას, სიყვარულის გაცემას, პატივისცემის გამოხატვას და დახმარების ხელის გაწოდებას… აი, მე პირველი კურსის სტუდენტს თავისი პერსონალური სტიპენდია დამინიშნა, როდესაც დედას შეხვდა, მაშინ როდესაც იმ პერიოდში ხელმოკლეობა დატყობილი ჩაცმულობის გამო ბიზნესმენებმა და მთავრობის სხვა წევრებმა სამდივნომდეც არ მიუშვეს, მან კი მიიღო, ბოლომდე ინტერესით მოუსმინა და იმ დღიდან დაიწყო მისი ჩემდამი დიდი მხარდაჭერა, რასაც მოყვა ურთიერთსიყვარული და ოჯახებით მეგობრობა…

ნინო ჟვანია: ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და დაბრუნება ევროპულ ოჯახში

დღეს ჩვენი ეპოქის დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსთა შორის ქართული ხელოვნების უდიდესი გულშემატკივარი ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა… და რომ გამხდარიყო ასე მგონია ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთ“! – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g