LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება

944
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

„ლეო კამილას მას შემდეგ დაშორდა, რაც მოდელი და დამწყები მსახიობი 25 წლის შესრულდა, მოგეხსენებათ, დიკაპრიოს უჭირს 20 წელზე უფროს გოგონებთან ერთად საერთო ენის გამონახვა“, – წერენ ტაბლოიდები.

ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა – მიზეზი გაგაოცებთ

აღნიშნულმა ფაქტმა ტაბლოიდები ლეოს რომანებზე დააფიქრა, მედიაში გავრცელდა დიაგრამაც, საიდანაც ვიგებთ, რომ მსახიობი 25 წელს გადაცილებულ ქალებს მართლაც არ ხვდება. ინტერნეტსივრცეში უკვე შეარქვეს ლეოს სტატისტიკას „კლუბი 25“.

ცნობისთვის, 47 წლის დიკაპრიოს პირადი ცხოვრება მართლაც მრავალფეროვანია. მისი რომანები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ლამაზმანებს უკავშირდება, მათ შორის არიან: ნაომი კემპბელი, ალისია სილვერსტოუნი, მერაია ქერი, პერის ჰილტონი, ჟიზელ ბუნდჰენი, კამილა მორონე და ა.შ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები