LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტოვებული ბავშვი, რომელიც უპატრონოდ დახეტიალობდა, პოლიციელმა გადაარჩინა

1774
5139B017-5D39-496A-A120-97A94D4FA650-960x504

პოლიციელები, მეხანძრეები და საავადმყოფოს თანამშრომლები სხვადასხვა გზით ხშირად ეხმარებიან ხალხს და ისინი ამით კეთილ საქმეს აკეთებენ.

ამის შესანიშნავი მაგალითია პოლიციელი სავანადან (ჯორჯიის შტატი) ჯეიმს ჰარსთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაკარგული მოხეტიალე პატარა ბავშვი გადაერჩინა და პატარას თავი კომფორტულად ეგრძნო.

ეს ფოტო, რომელიც გულს გაგითბობთ, სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა.

2016 წელს, მაისში, წლინახევრის ბიჭი იპოვეს ქალაქ სავანეში, ჯორჯიის შტატის ქუჩებში. ბავშვი უპატრონოდ, ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე დადიოდა. გამვლელებმა პოლიცია გამოიძახეს. იმისათვის, რომ დარწუნებულიყვნენ იყო თუ არა ბავშვი ჯანმრთელი, პოლიციამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო შემოწმების დროს პატარას ძალიან ეშინოდა, მაგრამ ოფიცერ ჯეიმსს ის ერთი წუთითაც არ დაუტოვებია. მან პატარა გულში ჩაიკრა და სამედიცინო შემოწმების ბოლომდე ხელი არ გაუშვია.

„მე მივხვდი, რომ მას სჭირდებოდა ვიღაც, ვინც მის გვერდით იქნებოდა. ეს იყო ადამიანის ინსტიქტი, ადამიანობა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს მედ.პერსონალმა მასზე არჩვეულებრივად იზრუნა, ის მაინც ტიროდა და ყვიროდა. მას სჭირდებოდა სხვა რამ. მე ის ჩავიხუტე და სულ რამდენიმე წუთში პატარას ჩემს მკერდზე ეძინა“, – ამბობს ჯეიმსი.

ეს მომენტი იქ მყოფებმა დააფიქსირეს და შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიციელის კეთილშობილურმა საქციელმა ყველა აღაფრთოვანა. არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ. თავად პოლიციელს კი მიაჩნია, რომ მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებდა.

პოლიციის ცნობით, პატარა სოციალურმა სამსახურმა ჩაიბარა, კარგ პირობებში იზრდება და ახლა ის თავს შესანიშნავად გრძნობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g