მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის განცხადებით, მართვა-გამგეობის დებულებაში არაფერი არ შეიცვლება, რადგან ამ ცვლილებას გაფართოებული კრება სჭირდება.
როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო. დადგენილებაში არაფერი არ შეიცვლება, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს გაფართოებული კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მიტროპოლიტის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, კერძოდ, შეუძლია თუ არა 70 წლის ადამიანს დააყენოს კანდიდატურა, დღევანდელ სინოდზე დადგენილება არ მიუღიათ.
„ჯერჯერობით არაფერი [დადგენილა], ეს იქნება სამსჯელო საკითხი, კიდევ უნდა შევიკრიბოთ აუცილებლად“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე ილარიონის ინფორმაციით, გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
მთავარ სლადიზე ფოტო: ინტერპრესნიუსი
