LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi-მ ახალი სამ რიგიანი კროსოვერი – Destinator წარადგინა

115
Screenshot 2025-07-21 151927

Mitsubishi-ს ხაზს კიდევ ერთი შვიდ ადგილიანი საოჯახო კროსოვერი – Destinator შეემატა. ახალი SUV პირველად ინდონეზიაში წარადგინეს და ის გათვლილია არა მხოლოდ ლათინური ამერიკისთვის, არამედ სამხრეთ აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისთვის.

დიზაინი და ზომები: ახალი Destinator-ის ექსტერიერი წინა წლის კონცეპტით DST-ითაა შთაგონებულია, ამავდროულად, ზოგიერთი დეტალი Pajero-სგან აქვს ნასესხები. ზომებით ის Outlander-ზე მცირეა:

სიგრძე: 4680 მმ
სიგანე: 1840 მმ
სიმაღლე: 1780 მმ
ბორბლებს შორის დაშორება (ღერძული ბაზა): 2815 მმ
საბურავები: 18-დიუმიანი დისკები

ინტერიერი და აღჭურვილობა
სალონში გვხვდება:
8-დიუმიანი ციფრული დაფა (ინსტრუმენტების პანელი)
12.3-დიუმიანი მულტიმედიური ეკრანი.
დამატებითი ოფციები მოიცავს:
ატმოსფერულ განათებას 64 ფერით, პანორამულ ლუქს, Yamaha-ს აუდიო სისტემას, მძღოლის დამხმარე ელექტრონულ სისტემათა კომპლექტს.
ძრავა და გადაცემათა კოლოფი:
1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავა (4 ცილინდრიანი)
სიმძლავრე: 163 ცხენის ძალა
გადაცემათა კოლოფი: ვარიატორი (CVT)
წამყვანი თვლები: მხოლოდ წინა (FWD)

Mitsubishi Destinator-ის წარმოება ინდონეზიაში, Mitsubishi Motors Krama Yudha-ის ქარხანაში დაიწყება.

გაყიდვების დაწყება კი 23 ივლისიდანაა დაგეგმილია, ამ დღეს სავარაუდოდ გასაჯაროვდება ფასებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები