Miu Miu-მ დოუცენ კრუზი და ელ ფანინგი მრბოლელებად აქცია. ცნობილმა ბრენდმა ახალი კოლექცია წარმოადგინა და მათი მთავარი სახეები სწორედ ელი და დოუცენი გახდნენ. გადაღებები საფრანგეთში, მონლერის ავტოდრომზე მიმდინარეობდა და მასში ასევე სხვა მოდელები – ჯოან სმოლსი, ლილი ნოვა და სლიკ ვუდსიც მონაწილეობდნენ. კადრებში გოგონები მრბოლელებს განასახიერებენ და ამავდროულად ახალი კოლექციის რეკლამასაც აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ Miu Miu-ს ფერადი კომბინიზონები, შარვლები თუ ტყავის მოსაცმელები ძვირფასი ქვებითა და მეტალის დეტალებითაა გაფორმებული.