LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუღებელი საქციელია, განმარტებების გაკეთება მოუწევს“ – საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა

143
დავითულიანი დანიის ელჩზე და ბიძინაზე

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს  ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

როგორც მან დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში აღნიშნა, ევროპული გადაწყვეტილება ბევრი ქართველისთვის ახლა იმედის მომცემია.

ბიძინა ივანიშვილი: დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

„ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო.“

„მართლაც, რეფორმების პროგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნელა ხდებოდა, პოლიტიკურმა კრიზისმა წლების განმავლობაში გამოიწვია ღრმა განხეთქილება და უნდობლობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც დაარსდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 90-იან წლებში ქონება რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა.

ოპოზიცია, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ადანაშაულებს მთავრობას სასამართლო სისტემის პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობასა და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“. – წერს დანიის ელჩი.

დიპლომატის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“, დეპუტატ, ბექა დავითულიანის განცხადებით, დანიის ელჩს ანე ტოფტ სორენს მის მიერ გამოქვეყნებულ OP-ED-თან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროშიგანმარტებების გაკეთება მოუწევს.

დავითულიანის თქმით, დანიის ელჩმა ამით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ საქართველოს მოუწოდებს,  დეზინფორმაციისთვის საფუძველს თავად ქმნის.

„ჩემი აზრით, საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს საკუთარ უფლებამოსილებებზე.

ისინი ცდილობენ, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათი უფლებამოსილებების მიღმა, ზედმეტად ჩაერიონ და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებები გააკეთონ, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის.

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი, მოგვიწოდებს დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ, თავად ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს.

ეს დანიის ელჩიდან არის სრულიად მიუღებელი საქციელი და ამაზე მას საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი აზრით, მას განმარტებების გაკეთება მოუწევს“. – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

mazda magti 5g