LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს, საგზაო სამუშაოები დასრულებულია“ – მანანა თოქმაჯიშვილი

163
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს, საგზაო სამუშაოები დასრულებულია“, – წერს დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი და აღნიშნავს, რომ მერის დაპირებისამებრ, ხვალიდან ავტომანქანების მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

„როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, საღამომდე კი მთლიანად დასრულებული იქნება“ – კახა კალაძე 

„რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა:

✅მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები;

✅ გარეგანათების ახალი ქსელი, LED ლამპიონები;

✅დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი დასრულდება და გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.

მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს, საგზაო…

Posted by Manana Toqmajishvili on ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

✅პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და გამწვანებისა სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.. განსაკუთრებით მიწის ქვემოთ, საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს“ – კალაძე წერეთელზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g