LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად გაჭირვებისა, გაუფასურებული ლარისა და გაზრდილი ფასებისა – ქართველები მაინც მოგზაურობენ

65
seychelles-open-for-tourism-1200x900

„თუკი ორი წლის წინ მაგალითად სასტუმროს 100 ევროდ ვყიდულობდით და ეს იყო 335 ლარი, დღეს ეს რიცხვი 422 ლარამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს როგორც ჩანს მოქალაქეებისთვის, ვისაც სურთ მოგზაურობა არ წარმოადგენს პრობლემას“,  – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.

გოგა ქუცნიაშვილის თქმით, პარადოქსულად ჟღერს, თუმცა მიუხედავად გაჭირვებისა, გაუფასურებული ლარის კურსისა თუ გაძვირებული ფასებისა, მოგზაურობაზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე მზარდია და ის ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ დასვენება, არიან გადახდისუნარიანები და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა 2500 ლარს გადაიხდიან, თუ უკვე გაძვირებულ ფასს.

როგორც „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი “საქმიან დილაში” საუბრისას განმარტავს, ქართველების მხრიდან მოთხოვნაა თურქეთის მიმართულებაზე, სადაც მომხმარებელმა სრულ პაკეტზე უნდა გაითვალისწინოს დაახლოებით 1400-1500 ლარი, ხოლო 10 ათასამდე ლარი სეიშელის კუნძულებზე და სხვა დანარჩენ ქვეყნებზე, რომლებიც გახსნილია ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები