ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დღე“ რუბრიკას მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, სადაც მან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე, გემოვნებასა და ინტერესებზე ისაუბრა.
„ბავშვობიდან ჩემი ფოტოები ძალიან კარგად ასახავს ჩემს ხასიათს. როცა საქმეს სჭირდება რა თქმა უნდა, სერიოზული ვარ, მაგრამ ხასიათი, ბავშვობიდან რაც მქონდა და გამომყვა, ენერგიული, ხალისიანი, არ ჩამქრალა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდება ცხოვრების გზაზე ბოროტი, ვისაც უნდა რომ შენც გაგაბოროტოს, მიხარია, რომ ეს ციმციმი [არ ჩამქრალა] და შევინარჩუნე სიხალისე…
ჩემი თავი ნაპოვნი მაქვს, მაგრამ სულ ვცდილობ, განვავითარო… ძალიან მიყვარს ფერადი კაბები, განსაკუთრებით ზაფხულში. როცა შავი ტანსაცმელი მაცვია, რაღაცნაირი ხასიათი მაქვს ხოლმე, ვიცვლები, გეგონება ძალიან „დივა“ ვხდები, მაფიოზის ცოლივით ვგრძნობ თავს, რაც ჩემი არ არის ნამდვილად… ღია, ფერად სამოსში უფრო კარგად ვგრძნობ თავს
ნუცა ბუზალაძე რუბრიკაში #ფილტრის_გარეშე💁♀️ ნუცა ბუზალაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, სტილის ევოლუცია, გემოვნება და ინტერესები რუბრიკაში #ფილტრის_გარეშე
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2025