მომღერალი ნუცა ბუზალაძე Nútsa’s Mindset-ის „ინსტაგრამ“ გვერდზე გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც ადამიანებს წარმატების მიღწევაში გამოადგებათ.
„ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა. ყოველდღე, თუნდაც პატარა ნაბიჯით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგიკრავთ ტაშს და ვინ არა… მთავარი ის არის, რომ როცა შენს ცხოვრებას გადახედავ, მშვიდად თქვა: „მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და დღემდე ვაკეთებ“.
არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ. იყავით ბედნიერები, მიყვარხართ“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
