LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენის ბაიერნს პენსიონერი მილიონებს სძალავდა

38

პოლიციამ მამაკაცი დააპატიმრა, რომელიც მიუნხენის ”ბაიერნს” 3 მილიონ ევროს სძალავდა. 63 წლის პენსიონერი კლუბს ვეღარ დააშინებს.

თებერვალში ჰარალდ ზირნგიბლმა კლუბში ორი წერილი გააგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მინდორზე ან არენის პარკინგზე დრონს ჩამოაგდებდა.

63 წლის მამაკაცი ”ბაიერნისგან” 3 მილიონ ევროს ითხოვდა. ერთ მილიონს 500 ევროიანი კუპიურებით, მილიონს – 1000 ფრანკით, დანარჩენ თანხას კი ბრილიანტებით.

მეორე წერილში გადაიფიქრა და 500 ევროიანი კუპიურების შეცვლა 200 ევროიანი ბანკნოტებით მოითხოვა.

Bild-ის ინფორმაციით, დამნაშავეს დასაკავებლად, პოლიციამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელშიც 100 ადამიანი შედიოდა. მამაკაცი ორშაბათს დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები