LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივდივარ იმიტომ, რომ: მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში“ – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებაზე

186
1669852271-bregadze-rati

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მივდივარ იმიტომ, რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;

მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, – წერს რატი ბრეგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g