მივემგზავრებით თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად: ჟიგიმანტას პავილიონისი; მარკო მიჰკელსონი; ინარა მურნიეცე; ჯუკა კოპრა; ფრედერიკ პეტი; ერიკ ოტოსონი; მიჰაუ კამინსკი, – ამის შესახებ X-ზე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს.
„მოუთმენლად ველით შეხვედრას პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და სტუდენტებთან. სამწუხაროდ, არა ხელისუფლების ან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან. საქართველო ევროპაა!“, – წერს როთი.
საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან. ხვალ, დელეგაციას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს.