მივმართავ ევროპელ კოლეგებს, მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ააქტიურებს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს.
„მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველო ელოდება სამართლიანად კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი დაყოვნება და მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ააქტიურებს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ჩვენ ჩვენის მხრივ საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა იყოს დაცული მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
