LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ მათ, ვისაც პოლიტიკური ფაღარათები აქვს: ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე

372
BeFunky-collage (2)

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. ბოიკოტი ქუჩის აქციების ფონზე ცხადდება და, პარალელურად, სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობს.

“ერთადერთი გზა რჩება – ეს არის აქციები”

საზოგადოების ნაწილს რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ესმის, ნაწილს კი ოპოზიციური ლიდერების ერთსულოვნებაში ეჭვი შეაქვს.

„გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ერთობლივი განცხადების მიუხედავად, რომელიმე პარტია მაინც შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. სანიკიძე იმასაც ვარაუდობს, რომ  „ოცნება“ ამ მიზნით მოლაპარაკებებს კონკრეტულ ინდივიდებთან აწარმოებდეს.

თუ რომელიმე პარტიას ექნება ცდუნება და შევა პარლამენტში, ბრძოლა შედარებით გართულდება: აკაკი ბობოხიძე

 

მოსალოდნელ პოლიტიკურ სცენარზე საუბრისას გუბაზ სანიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არც ერთ ვარიანტში არ აპირებს არჩევნების შედეგების ცნობას და პარლამენტში შესვლას.

„მე იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი: „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ.

ვიდეო: გუბაზ სანიკიძემ და ნიკა მელიამ იჩხუბეს – ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშასი, წადი რა…

 

ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ.

შეიძლება, რომ ვიღაც შევიდეს, მაგრამ შეიძლება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შევა. უფრო მგონია, რომ „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდუალურად და არა პარტიებზე.

მე-10 მოწვევის დეპუტატები: ვინ შევიდა და ვინ ამბობს უარს პარლამენტარობაზე

ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შემსვლელი ყველა მანდატისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ინდივიდუალურად მუშაობს, რომ შეათრიოს პარლამენტში, მაგრამ მგონია, რომ არ გამოუვა იმიტომ, რომ ახლა ასე „შტრეიკბრეხერობა“ ნებისმიერი ადამიანისგან, ეს იქნება შტრეიკბრეხერობა და ის თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს, მაგრამ ერთი სათუო ამბავი არის – ყველას აქვს სურვილი პოლიტიკური კარიერისთვის? ზოგი სხვა მოტივაციით არის, მაგალითად იყოს დაცული, გარანტირებული, ჰქონდეს იმუნიტეტი, ხელფასი, ოჯახის წევრებმა დაინახონ ტელევიზორში და მიესალმოს შვილებს, შვილიშვილებს. გამოტენილია ქართული პოლიტიკა არაპროფესიონალი პოლიტიკოსებით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

 

შეგახსენებთ, 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინი, ვინც არსებული მონაცემებით ხვდება საკანონმდებლო ორგანოში და ისინი, ვინც ზღვარს ვერ ლახავენ, თანხმდებიან, რომ არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს.

„ოცნების“ „ტკბილი ნოემბერი“ დგება? მან დაიჯერა, რომ ღმერთია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g