„მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძესა და ნიკა მელიას შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
კამათი მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას.
„არ დადგა დრო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს“? – იკითხა გუბას სანიკიძემ.
„როგორ უნდა მოხდეს მისი ჩამოსვლა, ეს სხვა საკითხია, მე ვამბობ სათქმელს. ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის მოლოდინშია. რვა წელია ბიძინას ვეჯაჯგურებით (მე ოთხი წელი). ხალხო, უნამუსოს ნამუსზე ნუ ელაპარაკებით“, – დაამატა სანიკიძემ.
„შენ, რასაც ახლა აკეთებ, ოპოზიციაში ხინჯი შემოგაქვს. სანიკიძე კი არა ანზორ მელიაც რომ იყო, ამას ვიტყოდი. რა გინდა სააკაშვილთან? რა გინდა, მოგზავნილი ხომ არ ხარ, რას ემსახურება შენი საუბარი“? – გაბრაზდა ნიკა მელია.
“რა დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი, რატომ გამოიწვია შენი განერვიულება იმან, რომ ვთქვი, რომ დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. იმიტომ, რომ მის გარეშე ბიძინას ვერ ვერევით”, – უთხრა გუბაზ სანიკიძემ.
“გუშინ სად იყავი, რომელ უბანთან იყავი, რომელი მუშტი მოგხვდა, ვის შეუშვირე შუბლი, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე”, – იყო მელიას პასუხი.
“ნიკა, ოფისიდან არ გამოსულხარ მთელი დღე არჩევნების დღეს” – თქვა სანიკიძემ და ისევ გაიმეორა – “მიშა უნდა იყოს საქართველოში.”
ნიკა მელია ფეხზე წამოხტა:
“ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშას აგენტი ხარ, ხან პეტრესი და ხან პავლესი, წადი რა, შვილო. ახლა შენ ბიძინას თამაშს თამაშობ.
კამათი რამდენიმე წუთი მიმდინარეობდა. ბოლოს სტუდია ორივემ დატოვა.
დავილაპარაკოთ სხვაგან – იყო სანიკიძის შეთავაზება.