მომღერალი ნინო ქათამაძე ერთ-ერთია იმ 560-ზე მეტ ქალს შორის, რომელმაც პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა. მისი განცხადებით, „ ქალბატონ პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, რომ არ მოისმინოს სიცოცხლის ხმა, როდესაც სიკვდილის ზღვარზეა“.
„ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რადგან მას აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს პატიმარი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა ჰგავდეს მხოლოდ საგამოფენო სივრცეს და რომ ქვეყანაში საიდანაც პოეტები მიდიან, სადაც მწერლები შიმშილით ტოვებენ სიცოცხლეს, ვფიქრობ, ქალბატონ პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, რომ არ მოისმინოს სიცოცხლის ხმა, როდესაც სიკვდილის ზღვარზეა.
„მივმართავთ პრეზიდენტს, რადგან მას აქვს ძალაუფლება!“ – ნინო ქათამაძე
„მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, შეიწყალოს პატიმარი მესამე პრეზიდენტი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა,“ — ნინო ქათამაძე
Posted by Formula • ფორმულა on Saturday, 24 December 2022
