მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია გამარტივებული წესით – რას ნიშნავს ეს პროცესი და ამის მიუხედავად, რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ , შესაძლებელია თუ არა, თქვენი კუთვნილი უძრავი ქონების გარეშე დარჩეთ,ამ თემებზე “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი ეკა ლომიძე გვესაუბრება. ინტერვიუს ვრცელ ვარიანტს ნახავთ ლინკზე.
– რას ნიშნავს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გამარტივებული, რას ნიშნავს ეს პროცედურა?
– ჯერ ვისაუბრებ იმ კანონზე, რომელმაც გაამარტივა ეს პროცესი. ანუ ადამიანებს, ვისაც არ ჰქონდათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების მოწმობა და ა. შ. განსაკუთრებით რაიონებში ეს ძალიან რთული უნდა, ზოგი განადგურდა, დაიწვა… დღემდე ბევრმა ვერ შეძლო თავისი მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების დაკანონება. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ მეზობლების, მოწმეების დადასტურებით დაამტკიცებდა, რომ მისი კუთვნილი იყო, მაშინ დაუკანონებდეთ.
– მუნიციპალიტეტთან უნდა ჰქონდეთ კავშირი, რა საფეხურებს გადის?
– აზომვით ნახაზს გააკეთებს და შემდეგ რეესტრს თუ კითხვები ექნება, ან დამატებითი დოკუმენტაცია დასჭირდა, შეატყობინებენ. ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს გადაეცემა
– ამ ლოგიკით, შეიძლება სხვამ დაიკანონოს ჩემი მიწის ნაკვეთი ? რა რისკები არსებობს?
– მიზანი კარგია, მაგრამ რისკების გათვალისწინება არ მოხდა. მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ საზღვარგარეთ, მათ ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, ჩამოვიდნენ და დახვდათ დარეგისტრირებული სხვა, არაკეთილსინდისიერი ადამიანების მხრიდან. საქმის წარმოებისას ცრუ მოწმეების საკითხიც დადგება, მაგრამ ასეთი ფაქტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ
– რა ბერკეტი არსებობს თავის დაცვის?
– შეიძლება წლების განმავლობაში მოუწიოს ადამიანს დავა. ასე მარტივი არ იქნება, თუმცა საბოლოო ჯამში დამტკიცებადია. ერთი საკითხი მინდა განვმარტო, აუცილებლად მიმართონ მოქალაქეებმა საჯარო რეესტრს, დროულად დაიკანონონ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
– გადაცემის ბოლო გასული წელიც შევაჯამოთ, რა გამოწვევები იყო, ყველაზე ხშირად რა საქმეებზე მოგმართავდნენ მოქალაქეები?
– 2021 წელი დატვირთული იყო პანდემიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეებით. სასამართლოებზე რთული იყო პროცესებში მონაწილეობა, თუმცა გეტყვით რა საკითხები იყო აქტუალური. განსაკუთრებით იყო, როცა ჯარიმები დაწესდა, შემდეგ ამნისტია მოხდა და შეწყდა ეს საქმეები. ასევე იყო სესხთან დაკავშირებული პრობლემა, როგორც იცით, გადავადება მოხდა , მერე ეს დააწვა მოქალაქეებს, იყო გამოსახლების პრობლემები.