LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მიყვარხარ სამუდამოდ” – ჰოლზი ახალი სინგლით პატივს ბრიტნი სპირსს მიაგებს

238
brit-halsey-lucky.jpg.66e85d74d06a291af7d0218cd6176477

ჰოლზიმ ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი მომღერლის ინფორმაციით, მისი მომავალი სიმღერის – Lucky ინსპირაციად, ბრიტნი სპირსის ამავე სახელწოდების 2000-იანების ჰიტი იქცა. კომპოზიციაში, სწორედ შთაგონების წყაროს ინტერპოლაცია ისმის. ტრეკის რელიზის თარიღი 29 წლის არტისტს არ გაუმხელია, მან ქსელში მხოლოდ მისი ნაწყვეტი გაავრცელა.

,,როცა 5 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბრიტნი ამ სიმღერა ჩემთვის მღეროდა. 24 წლის შემდეგ, ეს სიტყვები სულ სხვაგვარად ჟღერს. მიყვარხარ სამუდამოდ“, – დაწერა მუსიკოსმა, რითაც პოპის პრინცესას მიმართ პატივისცემა გამოხატა.

29 წლის შემსრულებელს არაერთხელ უღიარებია, რომ მის შემოქმედებით ზრდაზე დიდი გავლენა 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკამ იქონია.

ცნობილია, რომ ამჟამად, ჰოლზი მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, Lucky კი მისი ნაწილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები