ცნობილი შეფმზარეული – ლუკა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო სიაში სპორტსმენების გამოჩენას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ისევ და ისევ, მიყვარს რო მეუბნებიან შენ საჭმელი აკეთეო, შენ საქმეს მიხედეო და პოლიტიკაზე კომენტარს ნუ აკეთებო, არაა შენი საქმეო, ყველამ თავის საქმეს მიხედოსო…
და ამასობაში, ნახევარი პარლამენტი სპორტსმენებით დაკომპლექტდება, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ან ეგზოგენური ეკონომიკური მოდელი რა არის, ბერნულის პრინციპი არც გაუგიათ და კანტი შოკოლადის თურქული ბრენდი გონიათ…
ლაშა ტალახაძე: „გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპაში ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს“
აღნიშნულით ძალოსანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნა და მმართველ გუნდთან ერთად, პოლიტიკაში წასვლა.
კაი მოდი გავჩუმდები, ჩემ საქმეს მივხედავ, და ამასობაში ჩემ საქმეში კარაქის ფასი გაორმაგდა, პამიდორი 10 ლარი ღირს და ყოველ დღე ვიღაც ევროპაში მიდის სამუშაოდ…“ – წერს ლუკა ნაჭყებია Facebook-ზე.
ცნობისთვის, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ გუშინ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ისევ და ისევ, მიყვარს რო მეუბნებიან შენ საჭმელი აკეთეო, შენ საქმეს მიხედეი და პოლიტიკაზე კომენტარს ნუ აკეთებო არაა შენი…
Posted by Luka Nachkebia on Wednesday 11 September 2024