LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანმიმართულად მიმდინარეობს სუსის დისკრედიტაცია: უწყება ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

62
1

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და სუს-სა და ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნულ საკითხს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეხმიანებიან და აქვე აცხადებენ, რომ საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს:

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.
აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.” – წერია მიმართვაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები