LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზი, რის გამოც შვედეთის ხელისუფლება მოსახლეობას ველოსიპედებს ჩუქნის

70

შვედეთის ქალაქ გიოტებორგში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა გამოაქვეყნა: ნებისმიერი მაცხოვრებელი უფასოდ მიიღებს ველოსიპედს, იმ შემთხვევაში თუ პერიოდულად მას ავტომობილის ნაცვლად გამოიყენებს.

წესების თანახმად, ნახევარი წლის განმავლობაში, ველოსიპედის მფლობელი კვირაში სამჯერ მისით უნდა გადაადგილდეს. ექვსი თვის შემდეგ აუცილებელია ტრანსპორტის უკან დაბრუნება, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი შეძენა, საკმაოდ დიდი ფასდაკლებით.

ინიციატივის მიზანია – გაიზარდოს ეკოლოგიური სისუფთავე. პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით, ავტომობილიანი ადამიანების რაოდენობა ქალაქში მკვეთრად შემცირდება.

17020365-57c5bbf890da6_crop-1473076508-650-5917dee360-1473151287

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები