ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინელ პოლიტიკოსმა, ჰაიდი ჰაუტალამ ტვიტერში დაწერა, რომ ის მხარდაჭერას უცხადებს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ პროტესტს. ეს განცხადება „მწვანეების“ წევრმა პოლიტიკოსმა 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.
„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ“, – დაწერა პოლიტიკოსმა ტვიტერზე.