LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან“ – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

122
უკრაინის საგარეო უწყება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ რუსეთმა საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უნდა გააუქმოს.

„16 წელი შესრულდა 7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგად ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა.

რუსეთის ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები აქცია უპერსპექტივო ნაცრისფერ ზონებად, სადაც სუფევს უკანონობა და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.

საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა გააგრძელა ე.წ. „ბორდერიზაცია“ ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი: „2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“

ბექა ოდიშარია: „მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლებაა“

„ქართული ოცნება“ – „ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“

„2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ“ – ჯოზეფ ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები