LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მხატვრულ კინოში რეჟისორია ღმერთი, დოკუმენტურ კინოში კი, თვითონ ღმერთია რეჟისორი” – ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი გამონათქვამები

10618
FORTUNA. GE (1)

ალფრედ ჰიჩკოკმა, რომელიც ტრილერისა და საშინელებათა ფილმების „მამად” ითვლება, არა მხოლოდ ნოვატორული სტილით გაითქვა სახელი, არამედ „ბასრი“ ენითა და მახვილი გამონათქვამებით.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

მაშინ ხარ მდიდარი, როცა სიცილის მიზეზი გაქვს!

ბედნიერია ქორწინება, როცა მამაკაცს ქალის ყველა სიტყვა უთქმელად ესმის.

ფილმი ცხოვრებას ჰგავს, საიდანაც ყველა მოსაწყენი ეპიზოდი ამოჭრეს.

არაფერია ჩაკეტილ კარზე საზარელი!

მხატვრულ კინოში რეჟისორია ღმერთი, დოკუმენტურ კინოში კი, თვითონ ღმერთია რეჟისორი.

სინამდვილეში, ფილმი ერთი დიდი ეკრანი და უამრავი ცარიელი სავარძელია, რომელთა შევსებაა საჭირო.

ქალი საშინელებათა ფილმს ჰგავს – რაც მეტი წარმოსახვის უფლებას გაძლევს, მით უკეთესია.

გადასაღებ მოედანზე დაწყებული ყველა სასიყვარულო სცენა აუცილებლად მსახიობთა საგრიმიოროში გრძელდება.

ქალი, რომელიც საჯაროდ იხდის, იმ რეჟისორს მაგონებს, რომელიც ფილმზე მუშაობის დასაწყისშივე ამხელს ფინალს.

შურისძიება – ტკბილია, თან არასდროს ასუქებს!

შიშისა და ფობიებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა – ფილმის გადაღებაა.

 

ცნობილი ადამიანების ციტატები