რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 430%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საზღვარი 45 068 რუსმა გადმოკვეთა.
წლიურად 1 577%-ით არის გაზრდილი საქართველოში შემოსული ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობაც. მიმდინარე წლის მარტში კი, საქართველოს საზღვარი 20 029 ბელარუსმა გადმოკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებითვე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელი. მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ 16 923 მოქალაქე შემოვიდა.
ცნობისთვის, მარტში საქართველოს საზღვარი სულ 701 740-ჯერ გადაიკვეთა (შემოსვლა-გასვლა). აქედან 65% უცხოელი იყო, 35% კი – ქართველი.