LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 2 თვეში საქართველოში 93 865 რუსი შემოვიდა – რამდენი ხნით დარჩენის უფლება აქვთ უვიზოდ ჩვენს ქვეყანაში

800
dea-rusebi-ro-mogvacqdnen

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის მარტსა და აპრილში საქართველოში რუსეთის 93 865 მოქალაქე შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 346%-ით აღემატება. უცნობია, რამდენი მათგანი დარჩა საქართველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებითვე, მხოლოდ აპრილში საქართველოში რუსეთის 48 797 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 289%-ით აღემატება. აპრილში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა.

„ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g