LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და პირადი თვითმფრინავი – საოცნებო ტური იწყება

43

სამხრეთ ამერიკის დათვალიერებას ტურისტები 44 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ შეძლებენ. ბრიტანული ტურისტული სააგენტო Prestige Holidays ყველა მსურველს დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს.

საინტერესო ტური 6 ნოემბერს დაიწყება და 21 დღე გასტანს. პირველი პუნქტი რიო-დე-ჟანეირო იქნება, ამას მოყვება ბრაზილიის საზღვარზე მდებარე იგუასუს ჩანჩქერი და არგენტინა. მოგზაურები ასევე ბუენოს-აირესს, ჩილეს კუნძულებს, უძველეს ქალაქ მაჩუ-პიქჩუს, ეკვადორსა და გალაპაგოსის კუნძულებსაც მოინახულებენ. ყველაფერი კი კუბის დედაქალაქ ჰავანაში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ტურისტებს ერთი ადგილიდან მეორეზე პირადი თვითმფრინავებით გადაიყვანენ და მხოლოდ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში გააჩერებენ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები